Logo

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

07 ივნისი 2022

ბერშუეთის, ხიდისთავის, ნიქოზისა და ბნავისი-წედისის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გაეცნო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში, 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტები საავტომობილო გზების რეაბილიტაციასთან ერთად მოიცავს ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე არხებბის მოწყობასაც. სიმონ გულედანის თქმით, ოთხივე პროექტი ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება და ადგილობრივებს განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეეძლებათ.