შიდა ქართლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
26 მაისი 2022
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები მიმდინარეობს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ჩართულობით ტარდება. საზეიმო ღონისძიებები ტარდება შიდა ქართლის რეგიონის სხვა ქალაქებშიც - კასპში, ქარელსა და ხაშურში.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან გიორგი ხანიშვილთან ერთად ქალაქის მთავარ მოედანზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ასევე, საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.
ქალაქის მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მთელი დღის განმავლობაში დაათვალიერონ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ტექნიკა, დააგემოვნონ ქართლში დამზადებული ღვინოები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. გარდა ამისა, ადგილზე მოწყობილია ფოტოზონები და შემეცნებითი ხასიათის სხვადასხვა სივრცე. ასევე, მოუსმინონ ადგილობრივ შემსრულებლებს. დღის ბოლოს კი ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეებით დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
წელს საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა. ჩვენი ისტორიით, ფასეულობებითა და ღირებულებებით ჩვენ გვინდა და ვთანხმდებით ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე.