გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში გამართულ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე გორის სააღმზრდელო დაწესებულებებისა და სკოლების მიერ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები იყო წარმოდგენილი.
გარდა ამისა, სკვერში დილიდან ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი მიმდინარეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს და ასევე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გადაეღოთ ფოტოები.