Logo

გორში გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

16 ივნისი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუებულის მოადგილე აბელ აბესაძე გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის კრივში გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გახსნას დაესწრო.
 
ტურნირში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები გუნდები. სპორტსმენები საპრიზო ადგილებისთვის 13 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ. გამარჯვებულები, რომლებიც 19 ივნისს გამართული ფინალური პაექრობების შედეგად გამოვლინდებიან, თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
 
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება და გორის სპორტის სასახლეში ტარდება. აღსანიშნავია, რომ ტურნირი ყოველწლიურად იმართება და ქალაქი წელს უკვე მეთორმეტედ მასპინძლობს.