Logo

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ცოცხნარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17 ივნისი 2022

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება, მილ-ხიდებისა და სანიაღვრეების მოწყობა. გარდა ამისა, დაიდგმება და დაიხაზება საგზაო ნიშნები. ამ ეტაპზე გზის მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ითვალისწინებს სოფელ ცოცხნარამდე და ქემფერამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, აღნიშნული პროექტი გარდამავალია, ამიტომ ცოცხნარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ, განხორციელდება ქემფერამდე მისასვლელი გზის მოწყობა. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონამდე ლარს შეადგენს.
სოფელ ცოცხნარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე გაეცვნენ.
 
სოფელ ცოცხნარამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა პირველად ხორციელდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა კომფორტული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას.