Logo

შიდა ქართლის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სტატუსის მქონე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ილუზიებისა ესტუმრნენ

24 ივნისი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ილუზიების მუზეუმის მხარდაჭერითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიების ორგანიზებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში მცხოვრები ბავშვები მთაწმინდის პარკში მდებარე პლანეტარიუმს, ილუზიებისა და ჰოლო მუზეუმებს ესტუმრნენ.

 

ახალგაზრდებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე შეხვდა და მუზეუმებში მეგზურობაც გაუწია. დღის ბოლოს კი ბავშვების შთაბეჭდილებები მოისმინა. რწმუნებულის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზთან და მაღალმთაინ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ.

,,ჩვენ ვითანამშრომლეთ ილუზიების მუზეუმთან და ღონისძიების ფარგლებში, საგამოფენო სივრცეებმა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლა. მადლობა მინდა გადავუხადო მუზეუმის მენეჯმენტს მხარდაჭერისთვისა და გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ეს არის კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი. აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ სხვადასხვა შემეცნებით თუ საგანმანათლებლო სივრცეებზე.“ - აღნიშნა აბიკო აბესაძემ.

 

საგამოფენო სივრცეებმა, ჯამში, რეგიონში მცხოვრებ 200-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა.