Logo

დევნილთა და განსახლების მინისტრის ვიზიტი გორში

15 აგვისტო 2014

ტურბაზის ჩასახლებაში დევნილები საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობენ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მათი საცხოვრებელი ობიექტი ნგრევადია. აღნიშნული 40-მდე ოჯახი, უახლოეს პერიოდში, კრიტერიუმის შესაბამისად,ყოფილი საავადმყოფოს ახლადრეაბილიტირებულ ობიექტზე მიიღებს ბინას. მთავრობის წარმომადგენლებმა, დევნილთა უფასო სამედიცინო გამოკვლევების პროცესიც მოინახულეს. კლინიკების ,,გორმედი,’’ ,,სენამედი’’ ,,ო.ჩხობაძის სახელობის სამედიცინო კლინიკის,’’ ,,დ.ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცნის რეგიონული სასწავლო ცენტრისა’’ და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფებმა ნარკოლოგიურ ცენტრში, ტურბაზის და ვერხვების ჩასახლებებში დევნილებს უფასო ამბულატორიული გამოკვლევები ჩაუტარეს. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ აღნიშნულ სამედიცინო კლინიკებთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკები დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქირურგიულ ოპერაციებს ჩაუტარებენ.