ექიმებმა ასობით პაციენტს მრავალპროფილური პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაიტარეს და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტებიც გადასცეს. სამედიცინო აქციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე დაესწრნენ. სამედიცინო აქცია ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანსაღი მომავლის“ ინიციატივით ჩატარდა. აქცის მხარდამჭერები იყვნენ საქრთველოს პარლამენტი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერია და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.