Logo

ქარელის მუნიციპალიტეტში საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

06 ივლისი 2022

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების საციხური-აბანო-კოდასა და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ იმერხევში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერეს.
 
საციხური-აბანო-კოდას გზის სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1,5 მილიონამდე ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებლი ფონდიდან გამოიყო. ჯამში, სამუშოების ფარგლებში 3,5 კმ. გზა რეაბილიტირდება. განახლებული ინფრასტრუქტურით კი 1110 ადგილობრივი მაცხოვრებელი ისარგებლებს.
 
მაღალთიანი სტატუსის მქონე სოფელ იმერხევში საგზაო ინფრასტუქტურა დღემდე არ არსებობდა. გზას რეაბილიტაცია პირველად უტარდება. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რომელიც როგორც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების, ისე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყო. პროექტი გარდამავალია, გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ჯამში კი 2,7 კმ. გზის მონაკვეთი მოეწყობა.