Logo

საერთაშორისო ფესტივალის „მაჩაბელი“ გაიხსნას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დაესწრო

22 ივლისი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „მაჩაბელი“ გახსნას დაესწრო. ფესტივალი 21 ივლისს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ქართველ ხელოვანებთან ერთად, მონაწილეობას უცხოელი სტუმრებიც იღებენ.
 
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს გამარჯვებული პროექტია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
 
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მასტერკლასები, საჯარო ლექციები, ფოტოგამოფენები, მუსიკალური ნომრები, ფილმების ჩვენება და განხილვა.
 
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მაჩაბელის“ გზავნილია „ხელოვანები მშვიდობისათვის“ და მიზნად ისახავს ხელოვნების როლის წარმოჩენასა და ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტად დაინტერესებას.