Logo

სოფელ ბერშუეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მალე დასრულდება

10 აგვისტო 2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები დასრულების ფაზაშია და მოსახლეობა თვის ბოლოსთვის შეძლებს რეაბილიტირებული საავტომობილო გზით სარგებლობას.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გაეცნო. სოფელ ბერშუეთამდე მისასვლელი გზის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში, ჯამში, 4 კმ-მდე გზის საფარი მოეწყობა. ,,შიდა ქართლის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, დღეს სოფელ ბერშუეთში მისასვლელი გზის სამუშაოები დავათვალიერეთ. ზაფხულის ბოლოსთვის ადგილობრივი მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 1 300 000 ლარზე მეტია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.“ - აღნიშნა სიმონ გულედანმა.