Logo

კარალეთში ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

09 აგვისტო 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო – უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის – ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი გახსნეს. ღონისძებას გმირი ჯარისკაცის მშობლები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. აგვისტოს ომის გმირის მემორიალი მის მშობლიურ სოფელში, თავისივე სახელობის სკვერში მოეწყო.
ოთარ სუხიტაშვილი კარალეთში დაიბადა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ის მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღვოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.