Logo

2008 წლის რუსეთ-საქართელოს ომიდან 14 წელი გავიდა

08 აგვისტო 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალები გვირგვინებით შეამკო. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ კი გორში, გმირების მემორიალთან ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
,,2008 წლის ომი ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკული მოვლენაა. ქედს ვიხრით ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ. მჯერა, აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს, საქართველო იქნება ერთიანი, მთლიანი და რომ ჩვენი დევნილები მალე დაუბრუნდებიან თავის სახლებს.“- აღნიშნა სიმონ გულედანმა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.