ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელების, აბისისა და ახალსოფლის საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია უტარდებათ. ორივე პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 3 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გაეცნო. მისი თქმით, ორივე შენობა ფაქტობრივად სრულად განახლა, შეიცვალა სახურავები, კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა სველი წერტილები, მოეწყო ორივე სკოლის ეზო და სპორტული მოედნები.