Logo

ქარელის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

04 აგვისტო 2022

ქარელი მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში სასმელი წყლით სამი სოფლის - თამარაშენის, საღოლაშენისა და ხვედურეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა დაათვალიერა. სასმელი წყლის სისტემის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში, მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც გულედანმა აღნიშნა, პროექტი ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება.