გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობას კლინიკა ,,ვივამედში“ უფასო კვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციას დაესწრო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული და მომავალში გაგრძელდება. ,,დღეს საოკუპაციო ხაზის სოფლის მოსახლეობას ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევები, ასევე კვალიფიციური ექიმების მიიღეს რეკომენდაციები. მადლობას ვუხდი კლინიკა ,,ვივამედს“ თანამშრომლობისთვის და გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.