სამუშაოების მიმდინარეობს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გაეცნო. მისი თქმით, საჯარო სკოლის ტერიტორია 6 250 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც უკვე აშენდა თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა და ეზოში მოეწყო სპორტული მოედანი. ,,შეუფერხებლად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს ეზოს სამღებრო სამუშაოები, ეზოს შემოღობვა. განახლებულ სასწავლო წელს მოსწავლეები და პედაგოგოები ახალ შენობაში შეხვდებიან“ - აღნშნა სიმონ გულედანმა.