შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ახაგაზრდობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრაზე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაოებენ, შეკრებილ სტუმრებსა და ახალგაზრდებს მათი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
სიმონ გულედანმა შეკრებილებს ახალგაზრდობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების აქტიურობა, ინიციატივებისა თუ იდეების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია. ასევე, აღნიშნა ისიც, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს მათ ჩართულობას და მუდამ ხელს უწყობს მათ საჭიროებებეზე მორგებულ სხვადასხვა პროექტებსა თუ პროგრამებს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდობის სააგენტოს, ორგანიზაცის ,,გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children), კონრად ადენაუერის ფონდის, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციისა და გორის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.