Logo

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მორიგი შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტში გამართა

26 აგვისტო 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ამჯერად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს თენგიზ ჩიტიაშვილს, მერის მოადგილეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა და აიპი-ების ხელმძღვანელებს შეხვდა.
 
სამუშაო შეხვედრაზე ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე და მათ ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელებაზე. შეკრებილებმა დეტალურად განიხილეს ის საკითხებიც, რაც მუნიციპალიტეტისთვის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია. ასევე, ხაზი გაესვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მჭიდრო და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.