Logo

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე მედალოსან სპორტსმენებს უმასპინძლეს

02 სექტემბერი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა რწმუნებულის მოადგილეებთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად ბოსნია-ჰერცოგოვინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორ ძიუდოისტებს და მათ მწვრთნელს, ანზორ თენაძეს უმასპინძლა და მიღწეული წარმატება მიულოცა. მსოფლიო ჩემპიონატზე კადეტთა შორის დავით ქარელი და საბა სამადაშვილი ოქროს მედლების, ხოლო საბა საბაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
 
მიხეილ შაყულაშვილმა მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგისთვის. ,,მინდა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმ სიხარულოსთვის, რაც თქვენმა გამარჯვებამ მოგვიტანა. საამაყოა, რომ ჩვენს რეგიონს თქვენნაირი წარმატებული და მოტივირებული სპორტსმენები ჰყავს. შიდა ქართლი ნამდვილად განებივრებულია ჩემპიონებით და სასიხარულოა, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა უერთდება მათ რიგებს" - აღნიშნა რწმუნებულმა.
 
შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო რწმუნებულმა ძიუდოისტებს და მწვრთნელს, ანზორ თენაძეს სამახსოვრო ჯილდოები გადასცა.