გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ჩორჩანასა და ავლევში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან მათ წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს.
,,დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასა და ავლევის მოსახლეობას შევხვდით. აქ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ადგილობრივებისგან პირადად მოვისმინეთ არსებული საჭიროებები. მიუხედავად სოფელში უკვე განხორციელებული არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტისა, როგორიცაა სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზების, გარე განათების სისტემისა და ამბულატორიის რეაბილიტაცია. გვაქვს კიდევ მცირე გამოწვევები, რომლებსაც ეტაპობრივად მოვაგვარებთ. ადგილობრივებთან პირდაპირი კომუნიკაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. პროცესებში მათი თანამონაწილეობა, არსებული პრობლემების დროული გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა და ამ პრობლემებს ზუსტად, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოვაგვარებთ.“- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.