Logo

მიხეილ შაყულაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

15 სექტემბერი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მარეკ შჩიგელს და გორის ოფისში ადამიანთა უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელს მაიკ ალბერსს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. მარეკ შჩიგელმა სახელმწიფო რწმუნებულს მისიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, საუბარი შეეხო შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. გარდა ამისა, მხარეებმა პრობლემატური მიმართულებების ერთობლივი გადაჭრის გზების გამონახვის შესაძლებლობზეც იმსჯელეს. მიხეილ შაყულაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომაგენლებს იმ საქმიანობისთვის, რასაც შიდა ქართლის რეგიონში ახორცელებს. შეხვედრის ბოლოს მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.