მიხეილ შაყულაშვილმა ელჩს რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიდა ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელების საჭიროებებზე. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, იმ სოფლებში რომლებიც აზერბაიჯანელებითაა დასახლებული, ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროცესი ეხლაც გრძელდება. გარდა ამისა, მხარის რწმუნებულმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პანდემიისას აზერბაიჯანის საელჩოს მიერ გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვისა და მხარდაჭერისთვის.
გარდა ამისა, მხარეებმა რეგიონალურ ჭრილში განიხილეს უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. ასევე, განიხილეს ქალაქების დამეგობრების პერსპექტივაც.