Logo

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ქარელის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა

20 სექტემბერი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის მერს ზაზა გულიაშვილს, მერის მოადგილეებსა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე შეკრებილებმა მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. იმსჯელეს როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ პროექტებზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მელიორაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ახლადგახსნილი აუზის ირგვლივ განსახორციელებელ აქტივობებს, ასევე დაგეგმილ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა და მერიის წარმომადგენლებმა მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და წლის ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს.
 
მიხეილ შაყულაშვილის თქმით, ქარელის მუნიციპალიტეტში არსებული საკითხების მოგვარების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაცია კომპეტენციის ფარგლებში, მჭიდროდ ითანამშრომლებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მის სამსახურებთან, რათა კოორდინირებული მუშაობით დროულად მოგვარდეს მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები.