Logo

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს

18 სექტემბერი 2022

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დღეისათვის გადამუშავებულია 2,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, ფერმერებმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
 
ვაშლის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე გაეცნენ. შიდა ქართლის მხარის რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, გორში შექმნილი შტაბი რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს, რათა მოხდეს მიღებული მოსავლის ორგანიზებული ჩაბარება და დაბინავება.
 
პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.