„დღევანდელ დღეს პატივს მივაგებთ ომში დაღუპულთა ხსოვნას. 27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. 29 წლის წინ ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სახლები და მიწა-წყალი იძულებით დატოვეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ. აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთობის აღდგენის მიზნით და რაც მთავარია, მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის."- აღნიშნა რწმუნებულმა.