Logo

გორმა „ქართლის თასი 2022“ - ის ფინალს უმასპინძლა

23 სექტემბერი 2022

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა ფეხბურთში შიდა ქართლის რეგიონული პირველობის ფინალს უმასპინძლა.
ერთმანეთს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ.
ტურნირის „ქართლის თასი 2022“ - ის გამარჯვებული ქარელის გუნდი გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები გორმა და ხაშურმა გაინაწილა.
პრიზიორ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებული ფულად ჯილდოსთან ერთად, „ქართლის თასი 2022“ - ის მფლობელიც გახდა.
ტურნირის ფარგლებში, გამოვლიდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელებიც. შეჯიბრების საუკეთესო მეკარედ - თორნიკე მექვაბიძე (ქარელი), საუკეთესო მცველად - გიორგი ბალაშვილი (გორი), საუკეთესო ნახევარმცველად - ლუკა ბუზიაშვილი (ქარელი), საუკეთესო თავდამსხმელად - გიორგი ბუჩუკური (გორი) დასახელდა.
ფინალამდე, შეჯიბრების ფარგლებში ჩატარდა მუნიციპალური პირველობები, სადაც გამარჯვებულმა გუნდებმა თავიანთი მუნიციპალიტეტების სახელით მონაწილეობა მიიღეს ნახევარფინალურ შეხვედრებში. გუნდები მოყვარული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.
რეგიონის პირველობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2022“-ს ფარგლებში ჩატარდა. ფინალს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური დაესწრო. თამაშების ინიციატორი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ჩატარდა.