Logo

,,გორის დღე“ 9 ოქტომბერს ჩატარდება

30 სექტემბერი 2022

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ,,გორის დღის“ საორგანიზაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ღონისძიების პროგრამა და დაგეგმილი აქტივობები. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სოფლების, მუზეუმების, საგანმანათლებლო და ტურისტული სივრცეების მოწყობა, სპორტული შეჯიბრებები, ადგილობრივი მეწარმეების კუთხეების განთავსება, ფერწერული ნამუშევრების, ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან საპატიო გორელები. საღამო დასრულდება გალა-კონცერტით, სადაც იმღერებს ჯგუფი ,,რეგიონი“ და ,,თამადა“.
 
სახალხო დღესასწაული პანდემიის შემდეგ წელს პირველად იმართება.