11 ოქტომბერი 2022
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოთან არსებული სისხლის ბანკის ერთობლივი ორგანიზებით რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სისხლის ჩაბარების აქცია ტარდება. ქარელში მიმდინარე აქციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. ,, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოთან თანამშრომლობით რეგიონის მაშტაბით სისხლის დონაციის აქცია მიმდინარეობს, მსგავსი სახის ღონისძებების მეტად მნიშნელოვანია, განსაკუთრებით, როცა საკითხი ბავშვების ჯანმრთელობას ეხება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას.“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებული.
დონაციაში ოთხივე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები ჩაერთვნენ.