Logo

გორში ,,ღვინის დღეები" გაიმართა

10 ოქტომბერი 2022

საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციტივით საქართველოში ფესტივალი „ღვინის დღეები" მიმდინარეობს. ღონისძიებას დღეს გორმა უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც შადრევნის სკვერში ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეუერთდნენ. ,,მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს პირველად საქართველოს მასშტაბით ღვინის ფესტივალი აღინიშნება. საფესტივალო ქალაქებს შორის გორიცაა. საქართველო ღვინის სამშობლოა და ეს ღონისძიებაც ამ მხრივ სიმბოლურია. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი წარმოდგენები, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ადგილობრივი მეღვინეების სხვადასხვა სახის ღვინოები, მონაწილეობა მიიღონ მასტერკლსებში. ვფიქრობ, საინტერესო და მრავალფეროვანი დღე გამოგვივა." - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
მოსულ სტუმრებს ადგილზე შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფის მიერ მომზადებული ტრადიციული კერძები, დაესწრონ პურის ცხობას, ჩურჩხელების ამოვლებას, ჭაჭის გამოხდას, ფელამუშის მომზადებასა და ღვინის დაწურვას. ღონისძიება დღის ბოლომდე გაგრძელდება და საღამო დასკვნითი გალა-კონცეტრით დასრულდება.