Logo

მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

07 ოქტომბერი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შეკრებილებმა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს რეგიონისთვის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებაც როგორიცაა ტურიზმი, განათლება და გარემოს დაცვითი საკითხები. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა მიუსაფარი ცხოველების საკითხის ეფექტურ მოგვარებაზე. რეგიონის პირველმა პირებმა შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის სოფელებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც განიხილეს. აღსანიშნავია, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება.
როგორც შეხვედრისას რწმუნებულმა აღნიშნა, მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელებისა და ასევე, საკითხების დროული მოგვარების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციის და მერიების მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.