Logo

107 დევნილსა და ეკომიგრანტს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ

03 ოქტომბერი 2022

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადასცა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე და დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძე დაესწრნენ.
 
პროგრამის მთავარი მიზანია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.
 
ამ ეტაპზე, ხელის ტრაქტორი იძულებით გადაადგილებულ 107 პირს გადაეცა, მათ შორის 86-ს შიდა ქართლის რეგიონში.
დევნილებისა და ეკომიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს სააგენტო, ყოველწლიურად, ახორციელებს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.