Logo

,,გორის დღე" მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

23 ოქტომბერი 2022

„გორის დღე - 2022“ გორის ციხის მიმდებარედ, ლომჭაბუკის სკვერში საზეიმოდ აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც მთელი დღის განმავლობაში, კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორობიანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისურფლების წარმოადგენლები დაესწრნენ.
 
გორელებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე წარმოებული პროდუქცია დაეთვალიერებინათ, დაეგემოვნებინათ და ამავდროულად, შეეძინათ. გარდა ამისა, მოეწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფლების კუთხეები, სადაც გაცოცხლებული იყო ადგილობრივი კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები.
 
მიხეილ შაყულაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და ქალაქის დღესასწაული მიულოცა. ,, ჩემო ძვირფასო გორელებო და მოწვეულო სტუმრებო, მინდა მოგესალმოთ სამხარეო ადმინისტრაციის სახელით და მოგილოცოთ ქალაქის დღესასწაული. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. დღევანდელი დღის აღსანიშნავადაც განსაკუთრებულ ისტორიულ ადგილას, გორის ციხესთან შევიკრიბეთ. ამ ქალაქს დიდი ისტორია აქვს. იგი ოდითგანვე იყო კულტურულ-საგანმანათლებლო კერა და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული თუ სავაჭრო მიმართულება. გორი დღესაც დიდი კულტურის მქონე ქალაქია, საინტერესეო ადამიანებითა და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციებით. გორი ჩემთვის უცხო ქალაქი ნამდვილად არ არის. მასთან უამრავი მოგონება მაკავშირებს. დღეს კი სულ სხვა პასუხისმგებლობა მაქვს როგორც ამ ქალაქის, ისე მთლიანად რეგიონის წინაშე. ჩვენ, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება გავაგრძელებთ ყოველდღიურ შრომას, იმისთვის რომ გორი იყოს ერთ-ერთი ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული და გამორჩეული ქალაქი, როგორსაც თითოეული თქვენგანი იმსახურებთ.“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ საპატიო გორელები.
 
,,გორის დღე - 2022“ კი გალა კონცერტით დასრულდა, სადაც ,,თამადამ“ და Reggaeon-მა იმღერეს.