01 სექტემბერი 2014
ნიქოზის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის ისტორია 2011 წლიდან იწყება. მას საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის მეუფე ისაიას ინიციატივით ანიმაციის სკოლის ბაზაზე შეიქმნა. 4 წელია ზაფხულის ბოლოს ნიქოზი კომფლიქტის ზონაში ანიმაციური ფილმების და მათი ცნობილი ავტორების შეხვედრის ადგილია.ფესტივალში მონაწილეობას რუსეთის, პოლონეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების დასაქართველოს ანიმაციური ხელოვნების წარმომადგენლები იღებენ.ამ ფესტივალის თავისებურება ისაა, რომ აქ არავინ არავის ეჯიბრება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქ იკრიბებიან ანიმაციური ხელოვნების წარმომადგენლები და ერთმანეთს საკუთარ ნაშრომებს უჩვენებენ, გამოცდილებას უზიარებენ.