26 ნოემბერს, გორი ევროპის საკლუბო ჩემპიონატს - ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად ევროპის ძიუდოს ფედერაციის (EJU) პრეზიდენტს ლასლო ტოტის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი ათაბეგაშვილსა და სხვა ოფიციალურ პირებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა ხაზი გაუსვა გორისთვის და მთლიანად რეგიონისთვის დაგეგმილი ჩემპიონატის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. ,,გორი სპორტული ტრადიციების ქალაქია, განსაკუთრებით კი ჭიდაობის კუთხით. ამ ქალაქს არაერთი ჩემპიონი აღუზრდია და აღნიშნული ტურნირიც ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობის მატარებელია.“- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.