Logo

გორელი სპორტსმენები 2022 წლის მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ

27 დეკემბერი 2022

გორელ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და გუნდებს 2022 წელს მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
 
დაჯილდოების ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. თემურ ხუბულურმა შეკრებილ სპორტსმენებს მიულოცა და სპორტული მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა. "გილოცავთ მიღწეულ წარმატებებს და მადლობას გიხდით თქვენი თითოეული გამარჯვებისთვის, რაც ჩვენთვის საამაყო და დასაფასებელია. გისურვებთ შედეგიან ასპარეზობებს და წარმატებულ მომავალს." - აღნიშნა თემურ ხუბულურმა.
 
სპორტის 13 სახეობაში (თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ - რომაული ჭიდაობა, კრივი, კინკბოქსი, პარამკლავჭიდი, კალათბურთი, ფეხბურთი, სამბო, სუმო, ფრენბურთი, ხელბურთი) მოღვაწე 100 - მდე წარმატებულ სპორტსმენს სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ 100 - დან 30 - მა სპორტსმენმა საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზა. მათ მსოფლიო და ევროპის შეჯიბრებებიდან საქართველოში 37 მედალი - 8 ოქრო, 13 ვერცხლი, 16 ბრინჯაო ჩამოიტანეს.
ღონისძიება ტრადიციულია და ყოველ წელს გორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.