02 სექტემბერი 2014
სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს. საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, 39 სოფლის 20 ათას ჰექტრამდე მიწის, სარწყავი სისტემა გაუმჯობესდა და ჯამში სარგებელი 18 ათასმაოჯახმამიიღო. სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროცესშიასზე მეტი ადგილობრივი მოსახლე იყო ჩართული და დასაქმებული. სალთვისის და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვარს მიუყვება. ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით 14 სოფლის 8500 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწის მორწყვა გახდება შესაძლებელი.ეს სოფლებია ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში,ქიწნისი, მარანა, კარალეთი. სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 9700 ჰექტრამდე 16 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, ყელქცეულა, შინდისი, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ძლევიჯვარი, არაშენდა, დირბი, დვანი, ტახტისძირი. გარდა ჩამოთვლილი სოფლებისა არხის რეაბილიტაციის შედეგად ათამდე ოსური სოფლის სახნავ-სათესი მიწა მოირწყვება. ტირიფონის მაგისტრალურ არხში წყალი მდინარე პატარა ლიახვიდან ჩაედინება. პროექტს, კონფლიქტურ ზონაში,ქართული სამშენებლო კომპანია შპს ,,მშენებელი 80“ ახორციელებს. სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციამ მოიცვა 31.9 კმ სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების დაკარბის სათავე ნაგებობის მშენებლობა, მოეწყო 85 ერთეული წყალგამშვები ჭა, აშენდა 13 ერთეული შემტბორავი ნაგებობა დაგაკეთდა წყალგამყოფი კვანძები. 2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დე-ფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა. უწყლოდ დარჩენილ სოფლებში მოსავლის მოყვანა შეუძლებელი იყო. სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის შედეგად სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა სრულად მოგვარდა.