შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. სხდომაზე 2022 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები შეაჯამეს. გარდა ამისა, მოიწონეს ის პროექტებიც, რომელებიც 2023 წელს უნდა განხორციელდეს. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის რეგიონი, ოთხივე მუნიციპალიტეტის გათვალისწინებით, პროექტების შესრულების კუთხით საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზეა.