Logo

გორის „გორი“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებულია

15 დეკემბერი 2022

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირის გარდამავალი თასის მფლობელი გორის „გორი“ გახდა, რომელიც ფინალში თბილისის ,,სელეროს“ დაუპირისპირდა. ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელებიც დაჯილდოვდნენ. ტურნირის 6 ნომინაციიდან 4 გორელ სპორტსმენს ერგო.
ფინალურ მატჩს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური დაესწრო. ,,ვულოცავ გორის ,,გორს“ გამარჯვებას. მიხარია, რომ ახალგაზრები ასე აქტიურად არიან სპორტით დაინტერესებულები. ვუსურვებ წარმატებებს და სამომავლოდ კიდევ არაერთ გამარჯვებას“ - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.
თენგის ბურჯანაძის სახელობის მემორიალური ტურნირი 10 დეკემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებდნენ ფეხბურთის გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. გუნდები დაკომპლექტებული იყო 2010 წელს დაბადებული მოზარდებით. შეჯიბრების ფარგლებში გამარჯვებისთვის 8 გუნდი იბრძოდა.
ღონისძიება საფეხბურთო კლუბი ,,გორის“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მახარდაჭერით გაიმართა.