Logo

იაპონიის საელჩოში შეხვედრა გაიმართა

09 დეკემბერი 2022

იაპონიის საელჩოში ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ ორ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონებში, კერძოდ კი გორის, ყაზბეგისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონისთვის უფასო მობილური მამოგრაფიული სერვისი შეიქმნება, რომელიც დაავადების ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს სოფლებში კიბოს სკრინინგის ჩატარებას.
 
ხელმოწერის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი დაესწრო. ,,მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ დღევანდელ ღონისძიებაში, რომელიც ორი ქვეყნის, იაპონიისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. იაპონიის საელჩოსთან დიდი ხანია აქტიურად ვთანამშრომლობთ და პარტნიორობის კარგი გამოცდილებაც გვაქვს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ იაპონიის საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის ამბულატორია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა. მადლობას გიხდით მეგობრობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთბლივი პროექტების განხორციელება, მითუფრო, როდესაც საქმე საოკუპაციო ხაზის სოფლებს და იქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს ეხება. ვიმედოვნებ, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომოლობას და ჩვენი მოსახლეობისთვის არაერთ საჭირო პროექტს ერთობლივად განვახორციელებთ.“- აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა. ღონისძიებას იაპონიის ელჩი საქართელოში იმამურა აკირა, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ძამუკაშვილი დაესწრნენ.
 
ადამიანის უსართხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დღემდე იაპონიის მთავრობამ 200-ზე მეტი საგრანტო პროექტი დააფინანსა. საგრანტო პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების მხარდაჭერას საქართველოში, ასევე გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების სექტორს.