Logo

შობის დღესასწაულზე გორში ტრადიციული საშობაო ,,ალილო“ გაიმართა

07 იანვარი 2023

მსვლელობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპაიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ და მახარობლებს საშობაო საჩუქრები გადასცეს. სადღესასწაულო მსვლელობა გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხვევით დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა.