Logo

გორში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

07 თებერვალი 2023

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება დღეიდან სრული დატვირთვით მოემსახურება პატარებს. თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა 180 აღსაზრდელზეა გათვლილი და ჯამში 6 ჯგუფი იფუნქციონირებს.
 
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
სააღმზრდელო დაწესებულება მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა, რაზეც 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. შენობის გარდა, მოეწყო ეზო და დამონტაჟდა ატრაქციონები.
 
,,დღეს გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გავხსენით. ვულოცავ პედაგოგებსა და აღსაზრდელებს. ამიერიდან, პატარები და პედაგოგები სასწავლო პროცესს კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ჯანსაღი და კომფორტული გარემო. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივა შეეხება შიდა ქართლის რეგიონსაც."- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა