Logo

სოფელ ქვახვრელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

01 მარტი 2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გაეცნენ. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 751 000 ლარს შეადგენს და ჯამში 2 კმ-მდე გზის მოწყობა იგეგმება.
 
როგორც მიხეილ შაყულაშვილმა აღნიშნა, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, წელს ჯამში 30 მილიონამდე ლარია გამოყოფილი 30-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით.
 
განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ტურისტებიც ისარგებლებენ, რომლებიც უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მიმართულებით გადაადგილდებიან. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.