Logo

სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

15 მარტი 2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ შაყულაშვილის ხელმძღვანელობით სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო სხდომა გაიმართა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.
 
სხდომაზე 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. როგორც მერებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტებში სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. პროცესის გადადება კი მხოლოდ ამინდის გაუარესების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მიმდინარე წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობასაც. ასევე, შეკრებილებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ.
 
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.