შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, საერთო პროექტების განხორციელებასა და კავშირების გაძლიერებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულმა ელჩებს შიდა ქართლის რეგიონის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გააცნო ის მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო და ასევე, იგეგმება. ამავდროულად, ისაუბრა რეგიონის აგრარულ, ტურისტულ და ზოგადად, ეკონომიკურ პროტენციალზე. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილებას და სამომავლო პესრპექტივებს. ,,მოხარულები ვართ, გიმასპინძლოთ ჩვენს მხარეში და სამომავლოდ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ბევრი სასიკეთო სიახლის მომტანი იქნება ადგილობრივებისთვის და ასევე, ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების მხრივ.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
ელჩებმა, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოხატეს რეგიონის მხარდაჭრისა და ასევე, გამოცდილების გაზიარების კუთხით.