Logo

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამელიორაციო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

03 აპრილი 2023

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა, მოახლოებულ სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
 
შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრაზე ყურადღება იმ პროექტებსა და სამუშაოებზე გამახვილდა, რომლებიც რეგიონში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
 
დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2740 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება.