შეხვედრაზე ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმდინარეობას. მერების თქმით, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და პროექტები დათქმულ ვადებში დასრულდება. გარდა ამისა, საუბარი შეეხო უსახური შენობების დემონტაჟის საკითხს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
როგორც მხარის რწმუნებულმა აღნიშნა, უმთავრესი პრიორიტეტია, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება და პრობლემური საკითხების დროული გადაჭრა, მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები და ერთობლივი მუშაობა კი პრობლემების დროული მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.