Logo

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში რიგით მე-14 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში - მიიღო მონაწილეობა

22 მაისი 2023

ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 გამოფენაში შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე საწარმოებმა, ღვინის მარნებმა, მეთუნეებმა, მხატვრებმა და სხვა ხელოვანებმა. გარდა ნივთებისა, დამთვალიერებელს ადგილზე შეეძლო ენახა როგორც თიხის ძერწვის, ისე წნულისგან დამზადებული ნივთების დამზადებისა და თონეში პურისა და ნაზუქის ცხობის მასტერკლასი.

გამოფენის ძირითად მიზანს საქართველოს რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტული ადგილების ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა. გამოფენაში 85 ქართული და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია ,,Expo Batumi”-ის ორგანიზებით გაიმართა.