რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ემიგრაციის, ქვეყანაში მიგრანტების დაბრუნებისა და მათი მდგარდი რეინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრეს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას. ასევე, ცალკეული რეგიონებისა და ქვეყნის განვითარებისთვის მიგრაციის დადებითი პოტენციალის გამოყენებას.
ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობა, როგორც ინდივიდუალური დახმარების, ისე დაბრუნებული თემების გაძლიერების გზით. პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა ისეთი აქტივობები, როგორებიცაა მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნა, დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს იდეების დაფინანსება/თანადაფინანსება და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება.