,,გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო შიდა ქართლში მცხოვრებ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ წელს. მერეთი გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ამ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ჩვენი მხარდაჭერა და ზრუნვა სჭირდებათ. განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლისთვის“ - აღნიშნა სიმონ გულედანმა
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სოფელ მერეთის საჯარო სკოლის პედაგოგს ქეთევან შატაკიშვილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული საქართველოს დამსახურებული პედაგოგის ჯილდო გადაეცა.
დროშის აღმართვის, ჰიმნის გაჟღერებისა და მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ მცირე ღონისძების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სკოლის შენობა დაათვალიერა და პირველკლასელ მოსწავლეებს მათსავე საკლასო ოთახში პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.